ᲣᲡᲐᲤᲠᲗᲮᲝᲔᲑᲐ
პირველადი სამედიცინო დახმარების ტრენინგები და ვიდეოგაკვეთილები სკოლებისთვის
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის ორგანიზებით სკოლებში 2023 წლიდან ტარდება პირველადი სამედიცინო დახმარების ტრენინგები, რომლის მიზანია სოკოლის მოსწავლეებში, თემის პოპულარიზაცია და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა, კრიზისულ სიტუაციაში მეტი სიცოცხლის გადასარჩენად. ტრენინგების ფარგლებში მაღალი კლასის მოსწავლეებს სერტიფიკატები, სკოლებს კი პირველადი დახმარების ყუთი გადაეცემათ.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა თემის პოპულარიზაციისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობისთვის პირველადი დახმარების სასწავლო ვიდეოგაკვეთილები მოამზადა. ვიდეოგაკვეთილები დაყოფილია 4 ეპიზოდად და სრულად მოიცავს საბაზისო პირველადი დახმარებისთვის საჭირო ინფორმაციას. აღნიშნული ვიდეობი განთავსებულია სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის ციფრულ არხებში, მათ შორის YouTube არხე.
დღემდე, პირველადი დახმარების ტრენინგები ჩატარდა - სენტ-ეგზიუპერის სკოლაში; თბილისის საერთაშორისო სკოლაში; ათასწლეულის სკოლაში; ანი-Zet - რობერ შუმანის ევროპულ სასწავლებელში; სკოლა ჯეჯილში და ბაქსვუდის სკოლაში. სამომავლოდ კვლავ არაერთ სკოლაში იგეგმება პირველადი დახმარების ტრენინგების ჩატარება.
სოკარი უსაფრთხოებისთვის
2023 წელს სოკარმა განახორციელა ცნობიერების ასამაღლებელი კამპანია, რომელიც ემსახურებოდა გზებზე უსაფრთხო გარემოს შექმნას და საზოგადოებას მოუწოდებდა იმ საგზაო წესების დაცვისკენ, რაც უფრო გაუმარტივებს ყველას უსაფრთხო გადაადგილებას.
სოკარმა წლების მანძილზე შექმნა არაერთი კრეატიული კამპანია საგზაო უსაფრთხოების თემაზე. მათ შორის იყო ცნობიერების ასამაღლებელი ვიდეო რგოლები, პრინტები და სხვა სახის აქტივობები შემდეგ თემებზე: გადასასვლელებზე ქვეითთათვის გზის დათმობა; გზების ქვეითად გადაკვეთა მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში; გზის დათმობა სხვა მძღოლებისთვის და სასწრაფო დახმარების ავტომობილებისთვის; სიჩქარის შეზღუდვის დაცვა და სხვა.
Animal Project X SOCAR
ქუჩებში მიუსაფარი ცხოველების პრობლემის მოსაგვარებლად SOCAR-ისა და Animal Project-ის პარტნიორობის ფარგლებში, ათობით სადგურზე მიკედლებული ცხოველებისთვის ხის სახლები დაიდგა და - სტერლიზაცია და ცოფის ვაქცინაცია ჩავუტარეთ.
სოკარის შესაბამის ბენზინგასამართ სადგურებზე განთავსდა დამატებითი საინფორმაციო დაფებიც. პრობლემის აღმოფხვრა შესაძლებელია სწორად დასახული სტრატეგიითა და სახელმწიფოს, კერძო სექტორის საზოგადოების ერთობლივი თანამშრომლობით.