1,       2             3               4    77  ssss                                                    კონფიდენციალურობა

4.1. მხარეები ვალდებული არიან, როგორც ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ასევე სახელშეკრულებო ურთიერთობის დამთავრების შემდეგაც დაიცვან მეორე მხარისა                 გან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაციის კონფიდენციალურობა, გარდა წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

4.2. მომხმარებელი აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ გაეცნო მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკას, რომელიც განთავსებულია ციფრული სერვისების პლატფორმაზე www.gpost.ge და წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. ამასთან, მომხმარებელი აცხადებს თანხმობას კომპანიისათვის წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში მიწოდებული პერსონალური მონაცემების (მათ შორის, სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი) დამუშავებაზე წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების მიწოდების მიზნით.

4.3. კომპანია აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ მომხმარებლის მიერ მიწოდებულ პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს მოქმედი კანონმდებლობისა და მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკის შესაბამისად. ამასთან, მომხმარებლის პერსონალური მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს შემდეგი მიზნებით:

4.3.1. მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევისა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, მათ შორის, მომხმარებლის მიერ ციფრული სერვისების პლატფორმაზე www.gpost.ge რეგისტრაციის შედეგად შექმნილი პირადი ანგარიშის, შეკვეთების და მოთხოვნების მართვის, მოთხოვნილი პროდუქტის/სერვისის ან/და ინფორმაციის მიწოდების ან/და განცხადების/საჩივრის/რეკლამაციის განხილვის ან/და კონსულტაციის გაწევის მიზნით იმ ფარგლებში, რაც აუცილებელია მომხმარებლის მოთხოვნებისა და ინტერესების შესაბამისად კომპანიის მიერ მომხმარებლის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად;

4.3.2. პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების მიზნით, მათ შორის, კომპანიის საქმიანობის ფარგლებში და მისგან გამომდინარე კომპანიის შესახებ ინფორმაციის, ახალი პროდუქტების/სერვისების, აქციების, სპეციალური შეთავაზებების ან/და სარეკლამო მასალის მიწოდების/გაცნობის მიზნით;

4.3.3. საქმიანობის განხორციელების, უსაფრთხოების, საკუთრებისა და სხვა კანონიერი ინტერესების დაცვის, კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან აცილების, შესაძლო მართლსაწინააღმდეგო ქმედების პრევენციის, აღკვეთისა და გამოვლენის მიზნით;

4.3.4. მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ან/და ახალი პროდუქტების/სერვისების დანერგვის მიზნით;

4.3.5. კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესრულების მიზნით.

4.4. კომპანია არ გადასცემს მესამე პირებს მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც:

4.4.1. არსებობს მომხმარებლის თანხმობა;

4.4.2. კანონის თანახმად, მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომია ან მომხმარებელმა ისინი საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადა;

4.4.3. აუცილებელია ასეთი ინფორმაციის მესამე პირებისათვის გადაცემა წინამდებარე ხელშეკრულების, აგრეთვე მოქმედი კანონმდებლობებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესასრულების მიზნით.

4.5. კომპანია აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ მიიღებს ყველა ორგანიზაციულ და ტექნიკურ ზომას, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვას შემთხვევითი ან უკანონო განადგურებისაგან, შეცვლისაგან, გამჟღავნებისაგან, მოპოვებისაგან, ნებისმიერი სხვა ფორმით უკანონო გამოყენებისა და შემთხვევითი ან უკანონო დაკარგვისაგან.

4.6. მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში კომპანია ვალდებულია მოქმედი კანონმდებლობისა და მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკის შესაბამისად მიაწოდოს მას პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ ინფორმაცია, გააცნოს მის შესახებ არსებული მონაცემები და უსასყიდლოდ ან გონივრული საფასურის გადახდის სანაცვლოდ მიაწოდოს ამ მონაცემების ასლები, გაასწოროს, განაახლოს ან შეავსოს მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემები, მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა ვადა არ არის დადგენილი, შეწყვიტოს მონაცემთა დამუშავება ან/და წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები ან მომხმარებელს აცნობოს მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი და განუმარტოს უარის გასაჩივრების წესი, დაბლოკოს ან გადაიტანოს მონაცემები.

4.7. მომხმარებელს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, ყოველგვარი განმარტების ან დასაბუთების გარეშე, იმავე ფორმით, რომლითაც თანხმობა განაცხადა ან ნებისმიერი სხვა მკაფიოდ გამოხატული ფორმით, გამოიხმოს პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე გაცემული თანხმობა. ამ შემთხვევაში, მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად, მონაცემთა დამუშავება შეწყდება ან/და დამუშავებული მონაცემები წაიშლება ან განადგურდება მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, თუ მონაცემთა დამუშავების სხვა საფუძველი არ არსებობს.

4.8. მომხმარებელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს, ყოველგვარი საფასურის ან შეზღუდვის გარეშე, მოითხოვოს პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა იმავე ფორმით, რომლითაც პირდაპირი მარკეტინგი ხორციელდება ან ნებისმიერი სხვა მკაფიოდ გამოხატული ფორმით. ამ შემთხვევაში, მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავება შეწყდება მოთხოვნის მიღებიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა.


5.         კომპანიის პასუხისმგებლობის ფარგლები

5.1. კომპანია პასუხისმგებელია წინამდებარე ხელშეკრულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით მომხმარებლისათვის მიყენებული მატერიალური ზიანისათვის წინამდებარე ხელშეკრულებით, მათ შორის, „მომხმარებლის სახელმძღვანელოთი“ განსაზღვრული პირობების შესაბამისად და არაუმეტეს „მომხმარებლის სახელმძღვანელოში“ მითითებული ოდენობით. ამასთან, მატერიალურ ზიანში არ იგულისხმება მომხმარებლისათვის მიყენებული შესაძლო არაპირდაპირი ზიანი, მათ შორის, მიუღებელი შემოსავალი.

5.2. წინამდებარე ხელშეკრულების 5.1. პუნქტის გათვალისწინებით, კომპანია ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი არაუმეტეს „მომხმარებლის სახელმძღვანელოში“ მითითებული ოდენობით, რომელიც წარმოიშვება მისი ბრალით გზავნილის (მათ შორის, დაზღვეული) დაკარგვის, გზავნილის შიგთავსის მთლიანი ან ნაწილობრივი დაზიანების ან განადგურების შედეგად, თუ არ არსებობს კომპანიის პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებები, კერძოდ, კომპანიის პასუხისმგებლობა გამოირიცხება:

5.2.1. თუ გზავნილი ჩაბარებულია კომპანიის მიერ დადგენილი პროცედურების შესაბამისად;

5.2.2. იმ გზავნილების მიმართ, რომელთა ადრესატისათვის ჩაუბარებლობის მიზეზი გახდა მომხმარებლისგან მიღებული არასწორი ან/და არასრული ინფორმაცია;

5.2.3. დაუძლეველი ძალით გამოწვეული გარემოებების დადგომის შემთხვევაში;

5.2.4. შემთხვევებში, როცა კომპანიას არ შეუძლია განახორციელოს გზავნილების აღრიცხვა, სამსახურეობრივი დოკუმენტების დაუძლეველი ძალის  შედეგად  განადგურების გამო;

5.2.5. თუ გზავნილის დაკარგვა ან  მისი შიგთავსის არარსებობა ან დაზიანება გამოწვეულია გამგზავნის ბრალით (მათ შორის, არასათანადო შეფუთვით), ან შიგთავსის  თვისებებით;

5.2.6. იმ გზავნილის მიმართ, რომელიც შეიცავს  გასაგზავნად აკრძალულ ნივთებს;

5.2.7. თუ გზავნილი არასათანადოდ არის შეფუთული;

5.2.8. იმ გზავნილების მიმართ, რომელთა შიგთავსი არის მსხვრევადი საგნები (მათ შორის, ეკრანი, ჭურჭელი, ჭაღი, ბრა, სუნამო,  მინის ნებისმიერი ნაკეთობა და სხვა);

5.2.9. თუ გზავნილი გარეგნულად დაზიანებულია, თუმცა ასეთმა დაზიანებამ არ გამოიწვია მისი შიგთავსის დაზიანება;

5.2.10. თუ გზავნილი გარეგნულად დაზიანებული არ არის, შიგთავსი კი მთლიანად ან ნაწილობრივ დაზიანებულია;

5.2.11. მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, სახელმწიფო ორგანოების მიერ გზავნილის დაკავების, განადგურების  ან მისი კონფისკაციის შემთხვევაში;

5.2.12. თუ გზავნილის დაზღვევის შემთხვევაში, დაზღვევა განხორციელებულია იმაზე მეტ თანხად, ვიდრე გზავნილის რეალური ღირებულებაა (ამ შემთხვევაში ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ გზავნილის რეალური ღირებულება);

5.2.13. თუ ანაზღაურების მიღების მიზნით მომხმარებელი არაკეთილსინდისიერად მოქმედებს;

5.2.14. „მომხმარებლის სახელმძღვანელოთი“ განსაზღვრული სხვა გარემოების არსებობისას.


6.         მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავის გადაწყვეტის წესი

6.1.  მხარეებს შორის ურთიერთობა რეგულირდება წინამდებარე ხელშეკრულების, „მომხმარებლის სახელმძღვანელოსა“ და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

6.2.  მხარეები თანხმდებიან, რომ მათ შორის წარმოშობილი ნებისმიერი უთანხმოება/დავა გადაწყდება მოლაპარაკების გზით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავას განიხილავენ საქართველოს საერთო სასამართლოები საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 


7.         დამატებითი პირობები

7.1.     მხარეები აცხადებენ, რომ კომპანია ვალდებულებას იღებს მხოლოდ იმ პროდუქტის/სერვისის მიწოდებაზე, რაც განსაზღვრულია და სათანადოდ მოთხოვნილია მომხმარებლის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად.

7.2.     კომპანია უფლებას იტოვებს მომხმარებელთან შეთანხმების გარეშე ცალმხრივად შეცვალოს წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული წესები და პირობები, აგრეთვე კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული „მომხმარებლის სახელმძღვანელო“ და ინფორმაცია შესაბამისი პროდუქტების/სერვისების შესახებ, მათ შორის, პროდუქტების/სერვისების საფასურისა და სხვა დამატებითი ხარჯების, პროდუქტების/სერვისების მიწოდების ვადებისა და სხვა პირობების შესახებ,  რა შემთხვევაშიც ცვლილება ძალაშია კომპანიის ვებგვერდზე განთავსების დღიდან მომხმარებლის დამატებითი შეტყობინების გარეშე.bbbbb

https://socar.gennnnn

 

„მზა-ჩანაწერების“ (Cookies) პოლიტიკა



შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ იყენებს Cookie ფაილებს. Cookie არის მცირე ტექსტური ფაილი, ე.წ. „მზა ჩანაწერები“, რომელსაც ვებგვერდი აგზავნის და ინახება თქვენი მოწყობილობის ბრაუზერში, როდესაც თქვენ სტუმრობთ ჩვენს ვებგვერდს. მასში მოცემულია ინფორმაცია კონკრეტული ვიზიტორის, ვებგვერდზე განხორციელებული ქმედებების და ვებგვერდის მისამართის შესახებ. „მზა ჩანაწერები" მოქმედებენ როგორც ერთგვარი "მეხსიერება," რომელიც იმახსოვრებს თქვენს ქცევას ვებგვერდზე სტუმრობისას და საშუალებას აძლევს საიტს, წინა ვიზიტების მიხედვით უკეთ მოარგოს მომსახურება თქვენს საჭიროებებს, რაც საბოლოოდ ქმნის უფრო პერსონალიზებულ და კომფორტულ გამოცდილებას.


ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას ვებგვერდზე თქვენი ვიზიტის შესახებ, შემდეგი სახის Cookie ფაილების გამოყენებით:


აუცილებელი Cookie ფაილები: უზრუნველყოფენ საიტის შეუფერხებლად მუშაობას და ინახავენ მონაცემებს, როგორიცაა, ინფორმაცია თქვენი ვიზიტის, IP მისამართის, ვებგვერდის მისამართის, ვებგვერდის შიგნით გავლილი გზის შესახებ და სხვა ისეთ ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია ვებგვერდის ფუნქციების გამოსაყენებლად და გასაუმჯობესებლად.


ანალიტიკური Cookie ფაილები: გამოიყენება ვებგვერდის გამოყენების ანალიზისთვის და მისი მუშაობის გაუმჯობესებისთვის. ინახავს მონაცემებს თქვენი ქცევის შესახებ, მაგალითად, რამდენ დროს ატარებთ ვებგვერდზე, რომელ ღილაკს აჭერთ, რომელ ბმულებზე გადადიხართ, რამდენად ხშირად სტუმრობთ ვებგვერდს და როგორ გადააგდილდებით (საძიებო სისტემიდან, სხვა საიტებიდან, პირდაპირ ბმულიდან და სხვა.).


ფუნქციური Cookie ფაილები: ეხმარება ვებგვერდს მომხმარებლის გამოცდილების პერსონალიზაციაში. აღნიშნული ფაილები არ არის აუცილებელი საიტის ძირითადი ფუნქციონირებისთვის, მაგრამ მათი გამოყენება აუმჯობესებს საიტის მუშაობას და მომხმარებლის გამოცდილებას (UX). ფუნქციური Cookie ფაილები ინახავს: თქვენი მიერ არჩეული ენის ან/და რეგიონალური პარამეტრების შესახებ ინფორმაციას, რათა ყოველი ვიზიტისას თავიდან არ მოგიწიოთ მათი დაყენება. ასევე, თქვენ მიერ არჩეული ვიზუალის, განლაგების ან/და რეჟიმის შესახებ ინფორმაციას, არსებობის შემთხვევაში თქვენი პირადი ანგარიშის მონაცემებს და პარამეტრებს, რათა განმეორებით არ მოგიწიოთ პარამეტრების შეყვანა და სხვა მსგავს მონაცემებს, რომელიც დაკავშირებულია თქვენ მიერ ვებგვერდზე განხორციელებულ ქმედებასთან, ეხმარება ვებგვერდს უფრო ინტუიციური და კომფორტული გახადოს თქვენი გამოცდილება.


მარკეტინგული Cookie ფაილები: გამოიყენება თქვენი ქცევისა და ინტერესების შესწავლისთვის, რათა მოგაწოდოთ პერსონალიზებული მარკეტინგული შეთავაზებები და რეკლამები. ამგვარი ფაილები ინახავს ინფორმაციას, როგორიც არის, იმ პროდუქტების ან სერვისების შესახებ, რომლებსაც ათვალიერებთ, ასევე, მონაცემებს, ვებგვერდზე ყოფნის დროის, შესრულებული მოქმედებების (მაგ., რეგისტრაცია, განაცხადის შევსება და სხვა) შესახებ, თუ რა სარეკლამო კამპანიამ გამოიწვია თქვენი ინტერესი, თქვენი ინტერაქციის შესახებ ინფორმაციას და სხვა ინფორმაციას რომელიც დაკავშირებულია ვებგვერდის გაუმჯობესების მარკეტინგულ მიზნებთან.


სარეკლამო Cookie ფაილები: გამოიყენება თქვენს ინტერესებზე მორგებული რეკლამების მიწოდებისთვის. ეს ფაილები აგროვებს მონაცემებს თქვენი ქცევის, ინტერესებისა და პრეფერენციების შესახებ, რათა რეკლამები უფრო რელევანტური და პერსონალიზებული იყოს. ამგვარი ფაილები აგროვებენ ინფორმაციას თუ რომელი პროდუქტებით და მომსახურებებით ინტერესედებით, რომელი რეკლამით დაინტერესდით ან/და უარყავით, ასევე, მონაცემს თქვენი გეოგრაფიული მდებარეობის შესახებ, რაც საშუალებას იძლევა მოხდეს გეოგრაფიულად რელევანტური რეკლამების მიწოდება. აღნიშნული ფაილები გამოიყენება არა მხოლოდ ვებგვერდის მიერ, რომელსაც სტუმრობთ, არამედ მესამე მხარეების, მაგალითად, სარეკლამო ქსელების მიერაც. 


მესამე პირების Cookie ფაილები: ჩვენი ვებგვერდის ზოგიერთ გვერდზე შეიძლება სხვა ორგანიზაციებმაც/კომპანიებმაც დააყენონ ანონიმური Cookie ფაილები. ჩვენს ვებგვერდს ამ Cookie ფაილებთან წვდომა არ აქვს, ისევე როგორც სხვა ორგანიზაციებს/კომპანიებს არ აქვთ წვდომა იმ მონაცემებზე, რასაც ჩვენს ვებგვერდზე ვიყენებთ. 


აღნიშნული ინფორმაცია კონფიდენციალურია და ვამუშავებთ ვებგვერდით სარგებლობის ხარისხის (UX) გაუმჯობესების და მარკეტინგული მიზნებისთვის. ჩვენს მიერ გამოყენებული Cookies ფაილები არ ინახავს იმგვარ პერსონალურ მონაცემებს, რაც შესაძლებელს გახდიდა თქვენს პირდაპირ იდენტიფიცირებას. Cookies ფაილებით შეგროვებული და შენახული მონაცემები არ გადაეცემა მესამე პირებს, გარდა ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკით განსაზღვრული შემთხვევებისა. 


Cookie ფაილების მართვა: თქვენ შეგიძლიათ მართოთ „მზა ჩანაწერები“ (Cookies) თქვენივე ბრაუზერიდან, ამისთვის დაგეხმარებათ მითითებული ბმულები: 

https://shorturl.at/eJ2jP - (Firefox)

https://shorturl.at/IwzHS - (Chrome)

https://support.apple.com/en-us/105082 - (Safari web and IOS)



იმ შემთხვევაში თუ გსურთ მეტი ინფორმაცია გაიგოთ Cookie ფაილების შესახებ, ეწვიეთ შემდეგ ბმულს:

  • https://allaboutcookies.org/