banner img

banner img

banner img

ᲡᲝᲙᲐᲠᲘ ᲣᲡᲐᲤᲠᲗᲮᲝᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ

2023 წელს სოკარმა განახორციელა ცნობიერების ასამაღლებელი კამპანია, რომელიც ემსახურებოდა გზებზე უსაფრთხო გარემოს შექმნას და საზოგადოებას მოუწოდებდა იმ საგზაო წესების დაცვისკენ, რაც უფრო გაუმარტივებს ყველას უსაფრთხო გადაადგილებას.


სოკარმა წლების მანძილზე შექმნა არაერთი კრეატიული კამპანია საგზაო უსაფრთხოების თემაზე. მათ შორის იყო ცნობიერების ასამაღლებელი ვიდეო რგოლები, პრინტები და სხვა სახის აქტივობები შემდეგ თემებზე: გადასასვლელებზე ქვეითთათვის გზის დათმობა; გზების ქვეითად გადაკვეთა მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში; გზის დათმობა სხვა მძღოლებისთვის და სასწრაფო დახმარების ავტომობილებისთვის; სიჩქარის შეზღუდვის დაცვა და სხვა.