ᲞᲘᲠᲕᲔᲚᲐᲓᲘ ᲡᲐᲛᲔᲓᲘᲪᲘᲜᲝ ᲓᲐᲮᲛᲐᲠᲔᲑᲘᲡ ᲢᲠᲔᲜᲘᲜᲒᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲕᲘᲓᲔᲝᲒᲐᲙᲕᲔᲗᲘᲚᲔᲑᲘ ᲡᲙᲝᲚᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის ორგანიზებით სკოლებში 2023 წლიდან ტარდება პირველადი სამედიცინო დახმარების ტრენინგები, რომლის მიზანია სოკოლის მოსწავლეებში, თემის პოპულარიზაცია და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა, კრიზისულ სიტუაციაში მეტი სიცოცხლის გადასარჩენად. ტრენინგების ფარგლებში მაღალი კლასის მოსწავლეებს სერტიფიკატები, სკოლებს კი პირველადი დახმარების ყუთი გადაეცემათ.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა თემის პოპულარიზაციისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობისთვის პირველადი დახმარების სასწავლო ვიდეოგაკვეთილები მოამზადა. ვიდეოგაკვეთილები დაყოფილია 4 ეპიზოდად და სრულად მოიცავს საბაზისო პირველადი დახმარებისთვის საჭირო ინფორმაციას. აღნიშნული ვიდეობი განთავსებულია სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის ციფრულ არხებში, მათ შორის YouTube არხე.
დღემდე, პირველადი დახმარების ტრენინგები ჩატარდა - სენტ-ეგზიუპერის სკოლაში; თბილისის საერთაშორისო სკოლაში; ათასწლეულის სკოლაში; ანი-Zet - რობერ შუმანის ევროპულ სასწავლებელში; სკოლა ჯეჯილში და ბაქსვუდის სკოლაში. სამომავლოდ კვლავ არაერთ სკოლაში იგეგმება პირველადი დახმარების ტრენინგების ჩატარება.