ᲡᲐᲘᲓᲐᲜ ᲨᲔᲛᲝᲓᲘᲡ ᲡᲝᲙᲐᲠᲘᲡ ᲡᲐᲬᲕᲐᲕᲘ
სოკარს ბენზინის ტიპის საწვავი ევროპის რამდენიმე ქვეყნიდან შემოაქვს, მათ შორის ყველაზე დიდი მომწოდებლები არიან რუმინეთი, ბულგარეთი და საბერძნეთი. ხოლო, ევრო 5 დიზელის ტიპის საწვავი აზერბაიჯანიდან შემოდის..
ლაბორატორია
ჩვენთან ფუნქციონირებს საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საგამოცდო ლაბორატორია, რომელიც სერტიფიცირებულია ISO 17025:2017/18 სტანდარტის მიხედვით და სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს.
საგამოცდო ლაბორატორია აღჭურვილია ევროპული და ამერიკული საგამოცდო აპარატებით, რომლის მეშვეობითაც ხდება საწვავში კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ხარისხობრივი პარამეტრის შემოწმება.
სოკარის ლაბორატორია წელიწადში ორჯერ, საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის გამოცდის სტანდარტის მონიტორინგის მიზნით, წარმატებით მონაწილეობს საერთაშორისო „Round Robins SGS-IIS” ლაბორატორიათა შორის შედარებაში. აქამდე მიღებული ყველა შედეგი არის “Excellent” რაც დასტურდება შესაბამისი სერთიფიკატებით.
1
სატრანსპორტო ტანკერის ჩატვირთვა
ბენზინის ტიპის საწვავი ევროპის რამდენიმე ქვეყნიდან შემოგვაქვს
2
პორტის ტერმინალში საწვავის მიღება და რკინიგზით ტრანსპორტირება
სოკარის ჯგუფი ფლობს შავი ზღვის ნავთობტერმინალს
3
რკინიგზის ვაგონებიდან ნავთობ-ბაზაში ჩატვირთვა
სოკარის ნავთობბაზები აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს
4
ნავთობ-ბაზის რეზერვუარიდან სადგურზე ტრანსპორტირება
რეზერვუარების სისტემატური წმენდა ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია
5
საწვავის პისტოლეტი
საწვავის ხარისხის მონიტორინგი ხორციელდება მოძრავი ლაბორატორიის მეშვეობით
ᲡᲐᲬᲕᲐᲕᲘᲡ ᲜᲐᲜᲝ ᲓᲐᲜᲐᲛᲐᲢᲘ
მსოფლიოში ქიმიკატების უმსხვილესი მწარმოებელი გერმანული კომპანია BASF, სოკარისთვის ექსკლუზიურად ამზადებს საწვავის დანამატს - NANO.
- ამცირებს წვას
- მატებს სიმძლავრეს
- უფრთხილდება ძრავს
- ზრუნავს გარემოზე