banner img

banner img

banner img

banner img

ᲡᲝᲪᲘᲐᲚᲘᲣᲠᲘ ᲡᲐᲬᲐᲠᲛᲝ X SOCAR

სოციალურ საწარმოთა ალიანსის ორგანიზებით და SOCAR-ის მხარდაჭერით სოციალური მეწარმეობის რიგით მე-10 ფორუმი ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში 2021 წლის 18 ნოემბერს გაიმართა.


ფორუმი, საქართველოში, 2012 წლიდან იმართება და მისი მიზანია სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაცია და მისი განვითარებისათვის ხელშემწყობი ეკოსისტემის ფორმირება საქართველოში. ის, სოციალურ მეწარმეებსა და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს შორის საქმიანი კავშირების დამყარებისა და გაძლიერების საშუალებას იძლევა. ღონისძიებაში მონაწილეობენ სოციალური საწარმოები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, სახელმწიფო და კერძო ინსტიტუციები, რომლებიც მხარს უჭერენ სოციალური მეწარმეობის განვითარებას.


ღონისძიების კულმინაციური მომენტი წლის სოციალური საწარმოს გამოვლენა იყო. 7-წევრიანი ჟიურის გადაწყვეტილებით, ფინალისტი სოციალური საწარმოები გახდნენ: „პოტერია“, „მეგობარი“ და „დადარი“.


ფარული კენჭისყრით, „წლის სოციალური საწარმოს“ ნომინაციის გამარჯვებული სოციალური საწარმო „დადარი“ გახდა. მან მიიღო „წლის სოციალური საწარმოს“ ტიტული და ფულადი ჯილდო SOCAR-ისგან საწარმოს განვითარებისთვის.


ასევე, სოკარმა გადაწყვიტა სხვა ყველა მონაწილისთვის მიეცა საწარმოო საქმიანობის განვითარების შესაძლებლობა და გადასცა ფულადი პრიზი.


ღონისძიება ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდა – სპიკერები წარმოდგენილი იყვნენ სივრცეში, „საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში“, ხოლო დაინტერესებული პირები ღონისძიებას პლატფორმა Zoom-ის საშუალებით ადევნებდნენ თვალს.