ᲡᲐᲤᲔᲮᲑᲣᲠᲗᲝ ᲤᲔᲡᲢᲘᲕᲐᲚᲘ „ᲤᲔᲮᲑᲣᲠᲗᲘ ᲛᲨᲕᲘᲓᲝᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ”
გაეროს საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის აპარატმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ “ფეხბურთი მშვიდობისთვის“, 2019 წლის 19-20-21 აპრილს 3 დღიან საფეხბურთო ფესტივალი გამართა სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის მხარდაჭერით. საფეხბურთო ფესტივალი გაიმართა საქრთველოში მცხოვრები 12-დან 14 წლამდე ასაკის ეთნიკური უმცირესობების: სომხების, აზერბაიჯანელების, თურქების, უკრაინელების, ასევე, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოზარდთაგან შემდგარ საფეხბურთო გუნდებს შორის.
აღსანიშნავია, რომ ფესტივალის მასშტაბებისა და მიზნებიდან გამომდინარე შეხვედრები გაიმართა საზღვირსპირა საოკუპაციო დასახლების - მეჯვრისხევის ცენტრალურ საფეხბურთო მოედანზე.
ფესტივალი მიზნად ისახავდა უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობას, სპორტული, საგანმანათლებლო და კულტურული ასპექტების წინ წამოწევას, სხვადასხვა ეროვნების ახალგაზრდებს შორის მეგობრული ურთიერთობების გაღვივებასა და ტოლერანტული დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.
ფესტივალის განმავლობაში სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელი ახაგაზრდებით დაკომპლექტებული გუნდები 3 დღის განმავლობაში ღებულობდნენ მონაწილეობას ამხანაგურ მატჩებში. ფინალური შეხვედრის შემდეგ გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი, რომელსაც გადაეცა გარდამავალი თასი და მიიღო ორგანიზატორებისგან დაწესებულ პრიზები.
ამასთან, ფესტივალის მიმდინარეობისას წინასწარ განსაზღვრული გრაფიკით შედგა კულტულური აქტივობები რეგიონის მასშტაბით.