ᲡᲝᲙᲐᲠᲘᲡ ᲒᲣᲜᲓᲘ ᲞᲔᲢᲠᲐᲡ ᲒᲐᲜᲫᲘᲡ ᲢᲣᲠᲜᲘᲠᲘᲡ ᲒᲐᲛᲐᲠᲯᲕᲔᲑᲣᲚᲘᲐ

31 ოქტომბერი, 2024
news main image

პეტრას განძი -თამაში, რომლის ინსპირაციასაც ფორტ ბოიარდი და ლეგენდარული სათავგადასავლო ისტორიები - როგორიცაა ინდიანა ჯონსი- წარმოადგენს, 5-7 აპრილს საქართველოში პირველად გაიმართა. კონკურსის გაჯერებულია ისტორიული ფაქტებით.


მონაწილე გუნდებმა დღის განმავლობაში არქეოლოგიური კომპლექსის ტერიტორიაზე, განცალკევებულ ლოკაციებზე მოწყობილი 24 დაბრკოლება გადალახეს, სადაც აგროვებდნენ არტეფაქტის ფრაგმენტებს, მაგიურ ქვებსა და იუსტინიანეს მონეტებს.


უნიკალური განძის და ოქროს ფარის მოპოვებას ყველასთვის კარგად ნაცნობი კომპანიებიდა ინფლუენსერების გუნდი ცდილობდნენ.


გამარჯვება და რჩეულის სტატუსი წილად ხვდა სოკარს, რომელიც დაკომპლექტებული იყო 8 განსაკუთრებით ძლიერი მონაწილით.ისინი პეტრას ციხის მიმდებარედ ნაპოვნი განძის რეალურ ისტორიას ეზიარნენ და რჩეულის ტიტულის მოსაპოვებლად, საინტერესო და რთული დაბრკოლებები გადალახეს.


სოკარის გუნდმა, როგორც პეტრას რჩეულმა გუნდმა სახელობითი ხე დარგო და კომპანიის სახელით სამუდამო კვალი დატოვა არქეოლოგიური კომპლექსის ტერიტორიაზე. ამასთან, მათ გადაეცა უნიკალური განძიდან ერთ-ერთი არტეფაქტისასლი – მოოქროვილი ბუნიკი და ამით გუნდი შემდეგ ეტაპზე - დახურულ რჩეულთა კლუბში -გადავიდა.


პროექტისთვის ქართულ მოტივებზემუსიკა ნიკოლოზ რაჭველმა დაწერა. აღსანიშნავია თამაშის პერსონაჟების სახეებიც, მათშორის, სახელ განთქმული არქეოლოგი, დოქტორ ჯონსი, რომელიც ნიკოლოზ წულუკიძემ განასახიერადა რომელმაც მოთამაშეებს უმასპინძლა.


აღსანიშნავია, რომ პროექტში მონაწილე ყველა კომპანიამ დაუვიწყარი გამოცდილება მიიღო, რაც შემდგომ მათ კორპორაციულ საქმიანობას კიდევ უფრო ეფექტურს და საინტერესოს გახდის.

additional images
additional images
additional images

დაკავშირებული სიახლეები

news image26 აგვისტო, 2024

„სოკარი“ მომხმარებლებს თაღლითური სქემის შესახებ აფრთხილებს

ბოლო დროს, კომპანია „სოკარის“ სახელით გავრცელდა სხვადასხვა სახის შეტყობინებები, რომლითაც მოსახლეობას „სოკარის“ აქტივებში ინვესტირებისკენ მოუწოდებენ. კომპანია საზოგადოებას აფრთხილებს, არ დაუჯერონ ამ თაღლითურ სქემას და მსგავს შეთავაზებებში ინვესტიცია არ განახორციელონ.


 „სოკარი“ საზოგადოებას სოციალური ქსელებისა და ოფიციალური მედია არხების მეშვეობით, თავისი საქმიანობისა და სპეციალური აქციების შესახებ რეგულარულად აცნობებს. კომპანია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ „სოკარი“ არ არის პასუხისმგებელი მისი სახელით გაცემულ დაპირებებზე. 


„ჩვენ მოვუწოდებთ მოქალაქეებს სიფრთხილისკენ და ვურჩევთ, მსგავსი შეთავაზების მიღების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ სამართალდამცავ ორგანოებს,“ - ნათქვამია „სოკარის“ მიმართვაში, რომელიც სოციალური მედიის მეშვეობით გავრცელდა.


 ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც „სოკარის“ სახელით, იურიდიულ და ფიზიკურ პირებს უგზავნიან ყალბ განცხადებებს ფიზიკური და კორპორატიული თანამშრომლობის, სამუშაო ადგილების შექმნის, საინვესტიციო პროექტების შესახებ და ა.შ. ძირითადად, ეს დეზინფორმაცია მომხმარებლებს სოციალური მედიის, ელექტრონული ფოსტისა და სატელეფონო ზარების მეშვეობით მიეწოდებათ. 


ინფორმაციის სიზუსტის გადამოწმება მსურველებს შეუძლიათ „სოკარის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე, Facebook-ის ოფიციალურ გვერდსა და ცხელ ხაზზე: *0001. 

news image30 ივლისი, 2024

სოკარში ევრო2024-ის საჩემპიონო მარათონი დაიწყო!

Euro2024-ის საჩემპიონო მარათონი იწყება! 14 ივნისიდან, ერთი თვის მანძილზე, ჩაასხი ენერჯი ბარათით და მოიგე სოკარში ყოველ დღე!


ყოველი დღის მეათასე მომხმარებელი მოიგებს ფლესითეიშენ ხუთს (PS5), ხოლო საქართველოს ნაკრების მატჩის დღეებში - 18, 22 და 26 ივნისს - ორკაციან საგზურებს ევროპის ჩემპიონატის ფინალზე!


წესები და პირობები:


 

*მარათონში მონაწილეობას ვერ მიიღებენ სოკარის თანამშრომლები.  

news image30 ივლისი, 2024

28 მაისს აზერბაიჯანი დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს !

1918 წლის 28 მაისს, თბილისში შეიქმნა აზერბაიჯანის ეროვნული საბჭო და ხელი მოეწერა აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დეკლარაციას. მამად ამინ რასულზადეს მიერ დაარსებული აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა, პირველი სეკულარული ქვეყანა გახდა მუსულმანურ სამყაროში.

ამას გარდა აზერბაიჯანი გახდა პირველი მუსულმანური ქვეყანა, სადაც კონსტიტუციით ქალთა უფლებები კაცთა უფლებებს გაუთანაბრდა.

ახლად დაარსებულმა აზერბაიჯანის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ თავისი რთული ისტორიული ამოცანა პატივით შეასრულა. შეიქმნა აზერბაიჯანის პირველი პარლამენტი და მთავრობა, სახელმწიფო აპარატი შეიქმნა, განისაზღვრა ქვეყნის საზღვრები, შეიქმნა დროშა, ჰიმნი და გერბი, დედა ენა გამოცხადდა სახელმწიფო ენად.

სამწუხაროდ, 1920 წლის 28 აპრილს წითელი არმია აზერბაიჯანში შეიჭრა და ქვეყანამ დამოუკიდებლობა 1991 წლამდე დაკარგა.

დღეს აზერბაიჯანი დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს!

news image30 ივლისი, 2024

გილოცავთ, დამოუკიდებლობის დღეს!

1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი და ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა. სახელმწიფოს პოლიტიკური მმართველობის ფორმად აღიარეს დემოკრატიული რესპუბლიკა; შეიქმნა ევროპული ტიპის ქართული სახელმწიფოებრიობა, დემოკრატიული სისტემა.

საქართველოს დამოუკიდებლობას იმთავითვე მტრულად შეხვდა ბოლშევიკური რეჟიმი, რომლის მიზანს წარმოადგენდა რუსეთის ყოფილი იმპერიის აღდგენა.

1921 წელს საქართველოში წითელი არმია შემოიჭრა და ქვეყნის ანექსია მოახდინა. საქართველოს მთავრობა და დამფუძნებელი კრების უმრავლესობა ემიგრაციაში წავიდა.

1991 წლის 31 მარტის საყოველთაო რეფერენდუმის შედეგად, მოსახლეობის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, ქვეყანამ დამოუკიდებელი რესპუბლიკის სტატუსი დაიბრუნა.

1991 წლის 9 აპრილს ძალაში შევიდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.

26

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსაღნიშნავად სოკარი ყველა გასამართ სადგურებზე აღმართავს საქართველოს დროშას.

გილოცავთ, დამოუკიდებლობის დღეს!

news image26 აგვისტო, 2024

„სოკარი“ თაღლითური სქემის შესახებ მომხმარებლებს აფრთხილებს

კომპანია „სოკარის“ სახელით გავრცელდა სხვადასხვა სახის შეტყობინებები, რომლითაც მოსახლეობას „სოკარის“ აქტივებში ინვესტირებისკენ მოუწოდებენ. კომპანია საზოგადოებას აფრთხილებს, არ დაუჯერონ ამ თაღლითურ სქემას და მსგავს შეთავაზებებში ინვესტიცია არ განახორციელონ.

 „სოკარი“ საზოგადოებას სოციალური ქსელებისა და ოფიციალური მედია არხების მეშვეობით, თავისი საქმიანობისა და სპეციალური აქციების შესახებ რეგულარულად აცნობებს. კომპანია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ „სოკარი“ არ არის პასუხისმგებელი მისი სახელით გაცემულ დაპირებებზე.

„ჩვენ მოვუწოდებთ მოქალაქეებს სიფრთხილისკენ და ვურჩევთ, მსგავსი შეთავაზების მიღების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ სამართალდამცავ ორგანოებს,“ - ნათქვამია „სოკარის“ მიმართვაში.

 ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც „სოკარის“ სახელით, იურიდიულ და ფიზიკურ პირებს უგზავნიან ყალბ განცხადებებს ფიზიკური და კორპორატიული თანამშრომლობის, სამუშაო ადგილების შექმნის, საინვესტიციო პროექტების შესახებ და ა.შ. ძირითადად, ეს დეზინფორმაცია მომხმარებლებს სოციალური მედიის, ელექტრონული ფოსტისა და სატელეფონო ზარების მეშვეობით მიეწოდებათ.

ინფორმაციის სიზუსტის გადამოწმება მსურველებს შეუძლიათ „სოკარის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე, Facebook-ის ოფიციალურ გვერდსა და ცხელ ხაზზე: *0001.

news image30 ივლისი, 2024

“SOCAR Team” ტურნირი „პეტრას განძის“ გამარჯვებული გახდა

5-7 აპრილს, საქართველოში პირველი შემეცნებითი კორპორატიული ტურნირი -„პეტრას განძი“ ჩატარდა. თამაში „ფორტ ბოიარდისა“ და ლეგენდარული სათავგადასავლო ჟანრის - „ინდიანა ჯონსის“ მოტივებზეა შექმნილი და ისტორიული ფაქტებით არის გაჯერებული. მონაწილე გუნდებმა დღის განმავლობაში არქეოლოგიური კომპლექსის ტერიტორიაზე, განცალკევებულ ლოკაციებზე მოწყობილი 24 დაბრკოლება გადალახეს, სადაც აგროვებდნენ არტეფაქტის ფრაგმენტებს, მაგიურ ქვებსა და იუსტინიანეს მონეტებს.

უნიკალური განძის და ოქროს ფარის  მოპოვებას ყველასთვის კარგად ნაცნობი კომპანიები - “სოკარი“ „თიბისი ბანკი“, „მზიური გარდენსი“, „კრედო ბანკი“, „ევროპაბეთი“, “HR პროფესიონალთა ასოციაცია” და ინფლუენსერების გუნდი - ცდილობდნენ.

გამარჯვება და რჩეულის სტატუსი „სოკარს“ ხვდა წილად, რომელიც დაკომპლექტებული იყო 8 განსაკუთრებულად ძლიერი მონაწილით. ისინი პეტრას ციხის მიმდებარედ ნაპოვნი განძის რეალურ ისტორიას ეზიარნენ და რჩეულის ტიტულის მოსაპოვებლად, საინტერესო და რთული დაბრკოლებები გადალახეს.

“SOCAR Team”-მა, როგორც „პეტრას რჩეულმა“ გუნდმა სახელობითი ხე დარგო და კომპანიის სახელით სამუდამო კვალი დატოვა არქეოლოგიური კომპლექსის ტერიტორიაზე. ამასთან, გადაეცა უნიკალური განძიდან ერთ-ერთი არტეფაქტის ასლი – მოოქროვილი ბუნიკი. გუნდი გადავიდა შემდეგ ეტაპზე - დახურულ რჩეულთა კლუბში.

პროექტისთვის ქართულ მოტივებზე მუსიკა ნიკოლოზ რაჭველმა დაწერა. აღსანიშნავია თამაშის პერსონაჟების სახეებიც, მათ შორის, სახელგანთქმული არქეოლოგი, დოქტორ ჯონსი, რომელიც ნიკოლოზ წულუკიძემ განასახიერა და რომელმაც მოთამაშეებს უმასპინძლა.

აღსანიშნავია, რომ პროექტში მონაწილე ყველა კომპანიამ დაუვიწყარი გამოცდილება მიიღო, რაც შემდგომ მათ კორპორაციულ საქმიანობას კიდევ უფრო ეფექტურს და საინტერესოს გახდის.

news image30 ივლისი, 2024

20 თეთრიანი ფასდაკლება დიზელზე სოკარის ქსელში

„სოკარის“ ნებისმიერ ავტო სადგურზე, 26 თებერვლიდან 31 მარტის ჩათვლით, დიზელზე იმოქმედებს 20 თეთრიანი ფასდაკლება. აქცია მოქმედებს როგორც „ნანო“ დანამატიან, ასევე სტანდარტულ - „ევრო 5 დიზელზე“.

20 თეთრის ნაცვლად, 25 თეთრიანი ფასდაკლება მოქმედებს პარასკევს და შაბათს. აქციაში ავტომატურად ჩაერთო ყველა, ვისაც უკვე აქვს ენერჯი ბარათი, ხოლო ის მომხმარებლები ვინც ჯერ კიდევ არ ფლობენ ენერჯი ბარათს, სრულიად უფასოდ  შეძლებენ გახსნან „სოკარის“ ნებიმიერ ავტოგასამართ სადგურზე და სერვის ცენტრებში.

ენერჯი ბარათი „სოკარის“ ლოიალობის პროგრამაა, რომლის ფარგლებშიც მომხმარებლებს შეუძლიათ დააგროვონ ქულები და გადაცვალონ საწვავსა თუ მარკეტების ქსელ „Way-Mart”-ის ნებისმიერ პროდუქტში. თითოეულ ჩასხმულ ერთ ლიტრ საწვავზე მომხმარებელს ბარათზე უგროვდება 3 ქულა, 1 ქულა = 1 თეთრს.

1 აპრილიდან, დიზელის ფასდაკლებაზე ჩაირთვება LEVEL სისტემა, სადაც ფასდაკლების შენარჩუნებას განაპირობებს მოხმარებული საწვავის რაოდენობა. თუ მარტის თვეში მომხმაებელი ჩაასხავს მინიმუმ 150 ლიტრ საწვავს აღნიშნული ფასდაკლება გაუგრძელდება აპრილის თვეშიც, წინააღმდეგ შემთხვევაში დაუბრუნდებიან სტანდარტულ - 10 თეთრიან ფასდაკლებას.

 „სოკარი“ უმაღლესი ხარისხის ევრო 5 სტანდარტის დიზელის იმპორტიორია. საქართველოს გარდა „სოკარი“ ოპერირებს ისეთ დიდ ქვეყნებში როგორიცაა შვეიცარია, ავსტრია, რუმინეთი, თურქეთი, უკრაინა და აზერბაიჯანი.

დამატებითი ინფორმაციისთვის: *0001

news image30 ივლისი, 2024

ენერჯი ბარათზე დაგროვილი ქულების ნაწილის გახარჯვა 31 დეკემბრამდეა შესაძლებელი

2023 წლის 31 დეკემბერს „ენერჯი ბარათზე“ დაგროვილი ქულების ნაწილს ვადა ეწურება. კერძოდ, 2024 წლის 1 იანვარს ანულირდება 2022 წელს დაგროვილი ქულები. 2023 წლის მარაგი კი კვლავ ძალაში რჩება.

„ენერჯი ბარათის“ მფლობელებს ჯერ კიდევ აქვთ დრო, დაგროვილი ქულები გადაცვალონ საწვავში ან დახარჯონ "ვეი მარტში".
 
ქულების რაოდენობის შემოწმება შესაძლებელია რამდენიმენაირად:


აპლიკაციაში საწვავის შეძენის და ვეი მარტში გადახდის გარდა, ქულების გახარჯვა შეიძლება სოკარის ნებისმიერ ავტოგასამართ სადგურზე, რისთვისაც უბრალოდ უნდა წარუდგინოთ „ენერჯი ბარათი“ ჩამსხმელ ოპერატორს.
შეგახსენებთ, რომ ნაღდი, ან საბანკო ანგარიშსწორების დროს, ყოველ შეძენილ 1 ლიტრ ბენზინსა და დიზელზე, „ენერჯი ბარათზე“ გროვდება 3 ქულა.წინასწარ, აპლიკაციის ან ვებ-გვერდის საშუალებით ენერჯი ბარათზე ბენზინის ან დიზელის ტიპის საწვავის შესყიდვისას გროვდება 6 ქულა.
 
1 ქულა = 1 თეთრს.

 

news image30 ივლისი, 2024

ნანო დანამატი - უსასრულო ძალა

SOCAR Georgia Petroleum-ში ავზის შევსება ყინვაგამძლე დიზელითაა შესაძლებელი, რომელიც -30°C ტემპერატურას უძლებს.

news image30 ივლისი, 2024

ნანო დანამატი - უსასრულო ძალა

გამოცადე ნანო დანამატის უსასრულო ძალა და მიიღე სრულყოფილი გამოცდილება შენს ავტომობილთან ერთად.

https://shorturl.at/mxB39

news image30 ივლისი, 2024

ურბანული ექსპრესია - სტუდენტ მოქანდაკეთა შემოქმედებაში

"ურბანული ექსპრესია - სტუდენტ მოქანდაკეთა შემოქმედებაში“ - სტუდენტ მოქანდაკეთა საერთაშორისო გამოფენა, ქანდაკების ფესტივალი 2023-ის ფარგლებში, თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიისა და აზერბაიჯანის სახვითი ხელოვნების სახელმწიფო აკადემიის სტუდენტების სკულპტურული ესკიზები, რომლებიც ფესტივალისთვის შექმნეს.

ნამუშევრები კონკურსის წესით, საერთაშორისო ჟიურიმ შეირჩა და მონაწილეებს შორის 4 გამარჯვებული გამოავლინა.

ფესტივალის სპონსორი და მეგზურია SOCAR Georgia Petroleum

news image30 ივლისი, 2024

სოციალური საწარმოების B2B გამოფენა

„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა" 27 ოქტომბერს სოციალური საწარმოების მეოთხე B2B გამოფენა გამართა.

გამოფენის მიზანია, სოციალურ საწარმოებსა და ბიზნეს სექტორს შორის პარტნიორობის ხელშეწყობა და პასუხისმგებლიანი შესყიდვების პრაქტიკის დანერგვა.

ღონისძიების ვერცხლის სპონსორია SOCAR Georgia Petroleum.

news image30 ივლისი, 2024

ავტონალი 2023

BMW Club Georgia-ს მიერ ჩატარებული კონკურსის - "ავტონალი 2023-ის" სეზონის წარმდგენია SOCAR Georgia Petroleum.

წლის საუკეთესო ხელოსნები ხმის მიცემის პრინციპით გამოვლინდნენ შემდეგ კატეგორიებში:

პლასტმასი: შაკო მუჭაური

ელექტროობა: შალვა გოდერძიშვილი

სავალი ნაწილი: კახა ყაულაშვილი

ტუნინგი: ირაკლი მაჩიტიძე

მეთუნუქე: ბაკურ ხარებავა

ძრავის ხელოსანი: თორნიკე ბერიძე

მღებავი: მამუკა ზაქარაია.

"ავტონალი 2023"-ის გამარჯვებული ხელოსნები სოკარისგან ხელნაკეთი თასითა და 300 ლიტრი საწვავით დაჯილდოვდნენ.

news image30 ივლისი, 2024

რუსთავის სამ წარჩინებულ მოსწავლეს SOCAR-მა ელექტროსკუტერები საჩუქრად გადასცა

რუსთავის სამ წარჩინებულ მოსწავლეს SOCAR-მა ელექტროსკუტერები საჩუქრად გადასცა. პროექტი ყოველწლიურ ხასიათს ატარებს, გასულ წელს SOCAR-ის სპონსორობით სამი მოსწავლე ბარსელონაში, საზაფხულო სკოლაში გაემგზავრა.

news image30 ივლისი, 2024

მნიშვნელოვანი ინფორმაცია!

2023 წლის 1 აგვისტოდან ცვლილება შედის კორპორატიული მომსახურების ნაწილში, კერძოდ:

  • იურიდიულ პირებთან სავალდებულო ხდება ხელშეკრულების გაფორმება;

           იხილეთ ხელშეკრულების დრაფტი ბმულზე

  • ხელშეკრულების საფუძველზე სავალდებულო ხდება წარმოადგინოთ მინდობილი პირ(ებ)ი (მინდობილობა შიდა ან ნოტარიულად დამოწმებული); 

           იხილეთ მინდობილობის დრაფტი ბმულზე

  • ელექტრონული ხელმოწერით დამოწმებული დოკუმენტი გთხოვთ გამოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე: cards@socar.ge ;
  • სველი ხელმოწერით დამოწმებული ხელშეკრულება გთხოვთ წარმოადგინოთ შემდეგ მისამართებზე:
  1. საბურთალოს მომსახურების ცენტრი - ცინცაძის ქ. #57
  2. დიღომი - გელოვანის გამზირი
  3. გზატკეცილის მომსახურების ცენტრი - კახეთის გზატკეცილი
  4. რუსთავის მომსახურების ცენტრი - შარტავას გამზირი
  5. მარნეულის მომსახურების ცენტრი - რუსთაველის ქუჩა
  6. თელავის მომსახურების ცენტრი - აღმაშენებლის #1
  7. ხაშურის მომსახურების ცენტრი - იმერეთის ქ. #36
  8. ქუთაისის მომსახურების ცენტრი - ნიკეას ქ.
  9. ზუგდიდის მომსახურების ცენტრი - სოფ. ჭითაწყარი
  10. ფოთის მომსახურების ცენტრი - აღმაშენებლის ქუჩა 
  11. ბათუმის მომსახურების ცენტრი - ჰეიდარ აბაშიძის #91
  12. გონიოს მომსახურების ცენტრი - ხელვაჩაურის რ-ნი, ა.პირველწოდებულის ქუჩა
  13. ახალციხის მომსახურების ცენტრი - თამარაშვილის ქუჩა 

საკონტაქტო ინფორმაცია:
ელ. ფოსტა: cards@socar.ge
ტელეფონი: *0001

news image30 ივლისი, 2024

„სოკარის“ სათაო ოფისის წარმომადგენლები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

„სოკარის“ სათაო ოფისის წარმომადგენლებმა საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართეს „სოკარ ენერჯი ჯორჯიაში“ და გაეცნენ „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ ავტოგასამართი სადგურების სამუშაო პროცესებს.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა ასევე მოინახულეს მაღაზიათა ქსელი "ვეი მარტის" რამდენიმე ფილიალია და სამუშაო შეხვედრები გამართეს ადგილობრივ მენეჯმენტთან.