ᲩᲕᲔᲜᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ

ნავთობპროდუქტების საბითუმო და საცალო რეალიზატორი, რომელიც 2006 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ავტოგასამართი სადგურებით ვუზრუნველყოფთ მომსახურების მაღალ სტანდარტს და ვანხორციელებთ უმაღლესი ხარისხის ევროპული საწვავის რეალიზაციას.

timeline image

უწყვეტი განვითარება

უწყვეტად ვვითარდებით ინდივიდუალურად და გუნდურად. ვზრუნავთ კომპანიის ფინანსურ სტაბილურობასა და წინსვლაზე

timeline image

გუნდურობა

ერთად ვმოძრაობთ საერთო მიზნებისკენ გაზიარებული ხედვითა და ერთმანეთის ნდობით

timeline image

ანგარიშვალდებულება

ვიაზრებთ ჩვენი გადაწყვეტილებების და ქმედებების გავლენას და ვიზიარებთ პასუხისმგებლობას ნებისმიერ შედეგზე ინდივიდუალურად და გუნდურად

ჩვენი ამბავი

რამდენიმე განსაკუთრებული პროექტი ჩვენი საქმიანობიდან

timeline image 11.jpg
2022

გავხსენით პირველი თვითმომსახურების სადგური

დღეს უკვე 10-ზე მეტ ლოკაციაზე შეგიძლიათ თვითმომსახურების სადგურებით სარგებლობა

timeline image 12.png
2020

StopCov ფონდს 200,000 ლარი შევწირეთ

დამატებით, მხარდაჭერა აღმოვუჩინეთ სოციალურად დაუცველ ოჯახებს 300,000 ლარის ღირებულების დახმარების პაკეტებით

timeline image 13.jpeg
2019

ბორჯომში, დაზიანებულ ტერიტორიაზე 4,700 ხე დავრგეთ

რითიც კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი ერთგულება ეკოლოგიისადმი.

timeline image 14.jpg
2018

გავხსენით რიგით მეორე მულტიფუნქციური კომპლექსი თერჯოლაში

კომპლექსი მოიცავს სოკარის ავტოგასამართ სადგურს, Way Mart-ს, ვენდისს, დანკინ დონატს და სხვა ობიექტებს.

timeline image 15.png
2017

მწვანე ინიციატივების ფარგლებში ჩვენი სადგურების სახურავებზე დავიწყეთ მზის პანელების დაყენება

მზის პანელები გამოიმუშავებენ ელექტროენერგიას ჩვენივე საკუთარი საჭიროებებისთვის

timeline image 16.jpg
2013

გავხსენით კომპლექსი ბათუმში

კომპლექსში ასევე მდებარეობს მაკდონალდსის რესტორანი. ეს შენობა ცნობილია თავისი უნიკალური დიზაინით და არქიტექტურისთვის მიღებული აქვს რამდენიმე გლობალური ჯილდო

timeline image 20.tif
2012

თბილისში გავხსენით ახალი ოფისი

არქიტექტურა ეფუძნება ძველ ციხე-სიმაგრის ნაგებობას ბაქოში - ქალწულის კოშკს

timeline image 21.jpg
2011

გავხსენით მრავალფუნქციური კომპლექსი ურბნისში

კომპლექსი მოიცავს ბავშვთა გასართობ ზონებს, Way Mart კაფე-მარკეტს და სხვა და სხვა მაღაზიებს ყოველდღიური საჭიროებებისთვის

timeline image 22.jpg
2010

კომპანიამ მიაღწია 1000 დასაქმებულს

დღეს უკვე 2000-ზე მეტი ადამიანია სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის გუნდში.

timeline image 23.jpg
2009

დაიწყო მარკეტების ქსელის გახსნა

დღესდღეობით, უკვე 60-ზე მეტ ავტოგასამართ სადგურზე შეგიძლიათ "ვეი მარტით" სარგებლობა.

timeline image 24.jpg
2008

გაიხსნა სოკარის პირველი ბენზინგასამართი სადგური საქართველოში

ამავდროულად, ეს იყო სოკარის პირველი სადგური აზერბაიჯანის ფარგლებს გარეთ