ᲔᲚᲔᲥᲢᲠᲝᲛᲝᲑᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲓᲐᲛᲢᲔᲜᲔᲑᲘ
სოკარმა „ი-სპეის“-თან პარტნიორობით განათავსა ელექტრომობილების დამტენები საკუთარ ავტოგასამართ სადგურებზე არა მარტო თბილისში, არამედ რეგინოებშიც. ჩვენთან შეგიძლია ისარგებლო როგორც სწრაფი, ასევე სტანდარტული დამტენებით.
ეკონომიურობა
აქვს 6-8-ჯერ ნაკლები ხარჯი 100კმ-ზე ვიდრე ტრადიციულ ავტომობილებს და ამასთანავე, ელექტრომობილის მფლობელები არ იხდიან პარკინგის საფასურს
მაღალი წარმადობა
ელექტრო ძრავი სრულიად უხმაუროდ და დინამიურად უზრუნველყოფს მაღალი სიჩქარის განვითარებას
ნულოვანი ხმაური
მგზავრობას ხდის მშვიდს და კომფორტულს
ეკომეგობრულობა
ნულოვანი გამონაბოლქვი - არ გამოყოფს მავნე ნივთიერებებს გარემოში, რაც ხელს უწყობს ეკოლოგიურად სუფთა კლიმატის შენარჩუნებას
1
აპლიკაციის გადმოწერა
ჩამოტვირთეთ „ი-სპეის“-ის აპლიკაცია თქვენი სმარტფონის შესაბამისი მარკეტიდან „e-space“ დასახელებით.
2
რეგისტრაცია
გაიარეთ რეგისტრაცია და ვერიფიკაცია მობილურის ნომრით. აპლიკაციით სარგებლობისთვის აუცილებელია ბარათის მონაცემების დამატება, რომლის დროსაც ვალიდაციისთვის ჩამოგეჭრებათ და შემდეგ უკან ჩაგერიცხებათ 20 თეთრი.
3
დამტენის გააქტიურება
დამტენის გააქტიურება შესაძლებელია ორი მეთოდით: რუკაზე სასურველი დამტენის პინზე დაჭერით ან დამტენზე აღნიშნული 4 ციფრიანი კოდის ჩაწერით აპლიკაციის შესაბამის ველში. დამუხტვის პროცესის დასაწყებად, საჭიროა აირჩიოთ ორი მეთოდიდან ერთ-ერთი: „სრულად დამუხტვამდე“ ან „თანხის მითითებით“.
4
დატენვის დასრულება
დატენვის დასრულებისას დააჭირეთ ღილაკს „დატენვის დასრულება“, რომელიც გამოჩნდება თვენი მობილურის ეკრანზე ან გამოაერთეთ კაბელი მანქანიდან.