banner img

banner img

banner img

ᲛᲔᲬᲐᲠᲛᲔ ᲥᲐᲚᲗᲐ ᲒᲐᲛᲝᲤᲔᲜᲐ

26 სექტემბერს, თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე გაიხსნა მეწარმე ქალთა ასოციაცია AWE - Association of Women Entrepreneurs-ისა და SOCAR Georgia Petroleum-ის ერთობლივი გამოფენა.


დღესასწაულზე მისულ დამთვალიერებლებს სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში ქალი მსჯავრდებულების მიერ დამზადებული ნივთების ყიდვის შესაძლებლობა ორი დღის განმავლობაში ჰქონდათ. გამოფენა-გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა მსჯავრდებულებს პირად ანგარიშზე გადაირიცხა და ამ ინიციატივით პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ქალბატონებს დამატებითი შემოსავალი გამოუჩნდათ.


ტყავის ჩანთებს, საფულეებს, სამაჯურებსა და სხვადასხვა აქსესუარს მსჯავრდებულები პენიტენციურ დაწესებულებებში ხელით ქმნიან - ეს პროცესი მათ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდის ნაყოფიერად გატარებასა და რეაბილიტაცია-რესოციალიზაციას უწყობს ხელს. მათ დაწესებულების დატოვების შემდეგაც აქვთ მაღაზიასთან თანამშრომლობის შესაძლებლობა - რაც განმეორებითი დანაშაულის პრევენციისათვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს.


ოფიციალური თანამშრომლობის ფარგლებში სოკარმა მეწარმე ქალთა ასოციაციას საგამოფენო ინვენტარი გადასცა.