ᲐᲕᲢᲝᲛᲝᲑᲘᲚᲘᲡ ᲛᲐᲠᲗᲕᲘᲡ ᲓᲐ ᲡᲐᲒᲖᲐᲝ ᲣᲡᲐᲤᲠᲗᲮᲝᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲔᲑᲘᲡ ᲔᲕᲠᲝᲞᲣᲚᲘ ᲡᲢᲐᲜᲓᲐᲠᲢᲔᲑᲘᲗ ᲨᲔᲡᲬᲐᲕᲚᲘᲡ ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲘ
Driving Academy ავტოსკოლაა, რომელიც სოკარის დახმარებით გაიხსნა. ავტოსკოლაში ახალგაზრდებს მთელი წლის განმავლობაში ასწავლიდნენ ავტომობილის მართვას და გზებზე უსაფრთხოების წესებს.
2019 წლის მარტში, მევლუდ მელაძის “Driving Academy”-ს ორგანიზებითა და სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის მხარდაჭერით, განხორციელდა ავტომობილის მართვის შემსწავლელი პროქტი.
პროექტი მიზნად ისახავდა მოზარდებისთვის ავტომობილის მართვის და საგზაო უსაფრთხოების წესების ევროპული სტანდარტებით შესწავლას. სწავლება შედგებოდა როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ნაწილისგან. მოსწავლეები მთელი წლის მანძილზე იყოფოდნენ 5 კაციან ჯგუფებად. პრაქტიკული სწავლების პირველი ნაწილი იმართებოდა დინამოს სტადიონის მიმდებარედ შპს “არტ დრაივის” სპეციალურად მოწყობილ სასწავლო მოედანზე, ხოლო მეორე ნაწილი ავტოდრომზე და საყოველთაო მოხმარების გზებზე.