ᲔᲙᲝᲛᲔᲒᲝᲑᲠᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲠᲐᲡᲢᲠᲣᲥᲢᲣᲠᲐ
სოკარი საკუთარი ინფრასტრუქტურის ეკომეგობრულობაზე ზრუნავს. ჩვენი სადგურბის სახურავებზე დავიწყეთ მზის პანელების მონტაჟი. შესაბამისად, აღნიშნული სადგურები სახურავზე დამონტაჟებული მზის სისტემის მეშვეობით სრულად მარაგდება ელექტროენერგიით.
ამასთანავე, გადავედით LED განათებებზე და სათაო ოფისში დავიწყეთ ნაგვის სეპარაციაზე მუშაობა. ჩვენს ავტოგასამართ სადგურებზე მუდმივად ვამატებთ ელექტრო დამტენებს და ვახალისებთ ელექტრომობილების მოხმარებას.