LET'S DO IT – GEORGIA X SOCAR
Let's do it - Georgia - სამოქალაქო მოძრაობაა, რომლის მიზანიც ქვეყანაში ეკომეგობრული, სუფთა და მწვანე გარემოს შექმნაა.
გარემოზე ზრუნვა სოკარის CSR სტრატეგიის მნიშვნელოვანი მიმართულებაა, სწორედ ამიტომ, სოკარი მხარს უჭერს Let’s do it – Georgia-ს და დღემდე, მათთან ერთად არაერთი დასუფთავების ღონისძიება განხორციელდა.
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმისა და Let's do it – Georgia-ს პირველი ერთობლივი პროექტი ხაშურში, #7 სკოლასთან ერთად განხორციელდა, რომელშიც ორგანიზაციის წევრებთან ერთად, 100-მდე ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. დასუფთავების აქციის გარდა, ასევე მოიხატა კედლები სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე თემატიკით - “ადამიანი და ბუნება”.
2019 წელის 21 სექტემბერს WorldCleanupDay - მსოფლიოს დასუფთავების დღის აღსანიშნად - სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა Let's do it - Georgia-სთან ერთად რუსთავის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავა და 10 000 ლიტრამდე ნარჩენი შეაგროვა.
2022 წლის აგვისტოში, თეთრიწყაროში SOCAR-ის მხარდაჭერით, Let's do it - Georgia-მ თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრისა და მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობით კედლის მოხატვისა და დასუფთავების აქცია გამართა. აქციაში მონაწილეობა მიიღეს მოხალისეებმა, ორგანიზაციისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა.
ასევე, ბაკურიანში Let's do it - Georgia -მ, SOCAR-ის მხარდაჭერით და პროექტ - #thereisnoplanetb-ს ფარგლებში დასუფთავების აქცია ჩაატარა. პროექტში ჩაერთნენ ახალგაზრდები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ღონისძიების ფარგლებში დასუფთავდა ბაკურიანის ცენტრალური და მიმდებარე ტერიტორიები.
2022 წელის 21 სექტემბერს WorldCleanupDay - მსოფლიოს დასუფთავების დღის აღსანიშნად - სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის მხარდაჭერით Let's do it – Georgia-მ ბოლნისის მიდამოები დაასუფთავა. ღონისძიების ფარგლებში შეგროვდა 300 კილოგრამამდე ნარჩენი და პარტნიორ მუნიციპალიტეტებში გარემოსდაცვითი თემატიკით კედლები მოიხატა, რაც საზოგადოებაში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებასა და ეკოკულტურის ჩამოყალიბებას ემსახურება.