ᲓᲐᲡᲣᲤᲗᲐᲕᲔᲑᲐ ᲠᲐᲒᲑᲘᲡ ᲙᲚᲣᲑ ᲡᲝᲮᲣᲛᲘᲡ ᲑᲐᲕᲨᲕᲗᲐ ᲓᲐ ᲙᲐᲪᲗᲐ ᲒᲣᲜᲓᲗᲐᲜ ᲔᲠᲗᲐᲓ
რაგბის კლუბ სოხუმის ბავშვთა და კაცთა გუნდის მორაგბეები, SOCAR-ის მხარდაჭერით, გარემოსდაცვითი ლაშქრობის ფარგლებში, ჭაქვინჯის ისტორიულ ციხე-სიმაგრეს ეწვივნენ. აქტივობის ფარგლებში, ლაშქრობასთან ერთად, მორაგბეებმა ციხე-სიმაგრის მიმდებარე ტერიტორიაც დაასუფთავეს.
გარემოსდაცვითი ლაშქრობა რუხის ციხეზე გაგრძელდა და განმუხურში დასრულდა. უამინდობის მიუხედავად, გუნდმა ჯამში 75 კილომეტრი გაიარა, დაასუფთავა რუხის, ჭაქვინჯის ციხეები და განმუხურის სანაპირო. ლაშქრობის ფარგლებში, "სოხუმის" მოთამაშეებმა პრეზენტაციები მოამზადეს იმ ადგილების შესახებ, რომლებსაც ეწვივნენ და გაიღრმავეს ისტორიის ცოდნა.