banner img

banner img

banner img

banner img

banner img

banner img

banner img

banner img

banner img

SOCAR X ᲐᲮᲐᲚᲒᲐᲖᲠᲓᲣᲚᲘ ᲛᲔᲓᲘᲐ ᲙᲐᲕᲨᲘᲠᲘ

სოკარი 2019 წლიდან მხარს უჭერს პროექტს „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“, რომელიც ახალგაზრდული მედია კავშირის ორგანიზებით იმართება. პროექტის ფარგლებში, ყოველწლიურად მრავალი სპორტული ღონისძიება და სპორტული ბანაკი იმართება. ბანაკში მონაწილეობას იღებენ საომარი მოქმედებების დროს დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები, ვეტერანები, ცნობილი სახეები და რეგიონებში მცხოვრები შშმ პირები.


  • პროექტ #აქტიურიცხოვრებაჩემისტიქიას ფარგლებში ყოველწლიური, ბოულინგის ინტეგრირებული ჩემპიონატი გამართა, რომელიც აფხაზეთის ომის გმირის, პროექტის მონაწილის - თემო სახოკიას სახელს ატარებს.ჩემპიონატში მონაწილეობა სხვადასხვა შეზღუდვის მქონე პირებმა მიიღეს.


  • პროექტ #აქტიურიცხოვრებაჩემისტიქიას ფარგლებში ბორჯომის ადაპტირებულმა საველე ბანაკმა საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 200–მდე შშმ პირს, სამშვიდობო მისიებში დაჭრილ ჯარისკაცებსა და ომის ვეტერანებს უმასპინძლა. აქტივობის ფარგლებში აფხაზეთის ომის გმირის, გოდერძი ზაქარაიას სახელობის ჯომარდობისა და მშვილდოსნობის ტურნირი ჩატარდა, რის შემდეგაც ზიპლაინისა და ფეინთბოლის ჩემპიონატი გაიმართა. ჩემპიონატების გამარჯვებულებს გადაეცათ ფულადი პრიზები, საჩუქრები, თასები, დიპლომები და მედლები.


  • პროექტ #აქტიურიცხოვრებაჩემისტიქიას ფარგლებში პალიასტომის ტბის ჯუნგლებში თევზაობის ფესტივალი გამართა. საქართველოს სხვადასხვა რაიონში მცხოვრებმა 32-მა ვეტერანმა, სამშვიდობო მისიაში დაჭრილმა ჯარისკაცმა და შშმ პირმა 2 დღის განმავლობაში ერთად იცხოვრა და „საქართველოს მოყვარულ მეთევზეთა კავშირის“ მხარდაჭერით გამართულ თევზაობის ფესტივალში მიიღო მონაწილეობა.


  • პროექტ #აქტიურიცხოვრებაჩემისტიქიაას ფარგლებში ტრადიციული, ინტეგრირებული რეგატა აფრიანი იახტებით - თბილისის ზღვის თასი 2024 ჩაატარა. სპორტულ აქტივობაში მონაწილეობა მიიღეს: სამშვიდობო მისიებში დაჭრილმა ჯარისკაცებმა, ომის ვეტერანებმა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა და ონკოსაზოგადოების წარმომადგენლებმა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.


პროექტი დღემდე აქტიურად მიმდინარეობს და ხორციელდება წელიწადში რამდენჯერმე. სოკარი, როგორც ერთგული მხარდამჭერი აქტიურად არის ჩართული როგორც პროექტის მხარდაჭერის, ასევე ინფორმაციის გავრცელების კუთხით.